თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ წევრი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო

თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
“თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, დაჯარიმებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე პირის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას. ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში”,-განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას