თბილისის მერიამ გორს 10 შესაკეთებელი ავტობუსი გადასცა

თბილისის მერიამ გორის მერიას 10 შესაკეთებელი ავტობუსი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს.
გორის მერიაში ამბობენ, რომ ამჟამად ავტობუსების შეკეთებას ცდილობენ და იმ შემთხვევაში, თუ მათი აღდგენა მოხერხდება, მარშრუტებიც ამის შემდეგ გადაწყდება.
ცნობილია, რომ გორს ამ ეტაპზე სულ 32 ავტობუსი ჰყავს.