თბილისის კინოფესტივალის ინიციატივით ამირანში ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე აღინიშნა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შუამდგომლობით კინოთეატრ ამირანში ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე აღინიშნა.
ამირანში ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშრებით ლინდსეი ანდერსონის O Lucky Man!-ის ჩვენება მოეწყო. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 100-ზე მეტი ქართული და უცხოური, მხატვრული და დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი სურათი იქნება ნაჩვენები.
ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე წელს მერვედ აღინიშნება. ის ინიცირებულია არტ-ჰაუს კინოთეატრების საერთაშორისო კონფედერაციის (CICAE) მიერ და თანადაფინანსებულია შემოქმედებითი ევროპის, ევრიმაჟის, ევროპა სინემას და გერმანიის ფედერალური კინოცენტრის მიერ.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება. ფესტივალის პროგრამა 13 ნოემბერს იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმ სამარცხვინო ტყუილის შემდეგ, რაც გუშინ “რეაბილიტაციის” კომიტეტმა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხო განცხადებაში იკადრა, კიდევ ერთხელ ვასაჯაროებთ სახურავზე დაგროვებული თოვლის ამსახველ ფოტომასალას”