თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი ჩატარდა

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი იაპონური ენის შემსწავლელი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.
17 კონკურსანტმა წარადგინა იაპონური ენის ყოველდღიური შესწავლის პროგრესი და გააზიარა თავიანთი გამოცდილება, ცოდნა და მოსაზრებები იაპონური კულტურის შესახებ.
შედეგები კი ასეთია:
[დაწყებითი დონე]
I ადგილი – ანა ხურციძე „იაპონური ენის სწავლის გადაწყვეტის ისტორია“
II ადგილი – ლინა აქულაშვილი „იაპონური ანიმაციის საინტერესო მხარეები“
III ადგილი – მარიამ კვაშილავა „რატომ დავიწყე იაპონური ენის სწავლა“
[საშუალო დონე]
I ადგილი – გიორგი მამალაძე „გასაოცარი ქართული ცეკვა“
II ადგილი – ეთუნა ცხვირაშვილი „მოკლედ საქართველოს შესახებ“
III ადგილი – მარიამ მაჭავარიანი „საქართველოს ტრადიციები და ღირებულებები“
III ადგილი – ნინო ძინძიბაძე „ლამაზი ენა“
[მაღალი დონე]
I ადგილი – ეკატერინე ბახუტაშვილი „რა არის საჭირო საქართველოსა და იაპონიის დაახლოებისთვის“
II ადგილი – ტარიელ კიკვაძე „საქართველოს და იაპონიის დამაკავშირებელი კულტურული ხიდი“

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ