თბილისის ზოოპარკი ჟირაფების ჩამოსაყვანად ემზადება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟირაფებისთვის ვოლიერებს ამზადებენ. სეზონური, ზამთრისა და ზაფხულის ვოლიერები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თბილისის ზოოპარკს “ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევროპულ ასოციაცია” ცხოველების მოძიებაში დაეხმაროს.
“ზამთრის ვოლიერი სრულდება, თუმცა ზაფხულის ჯერ გასაკეთებელია – ეს პრობლემაა ჟირაფების ჩამოყვანის… ” – ეუბნება რადიო თავისუფლებას თბილისის ზოოპარკის დირექტორი გურიელიძე.
მისი თქმით, “ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევროპულ ასოციაციას” გასულ წელს განაცხადის შეტანით აცნობეს, რომ თბილისის ზოოპარკში ამ ცხოველის ყოფნის სურვილი არსებობს. იყო ამ საკითხზე დეტალების დასაზუსტებლად საუბარიც. განიხილება, სულ მცირე ჯგუფის – 5 ჟირაფის ჩამოყვანა.
“რადგან ევროპიდან ცოტა მოშორებით ვცხოვრობთ და ახალი ინდივიდების ჩამოყვანა გადავწყვიტეთ, “გამმრავლებად ჯგუფს” ჩამოვიყვანთ… ტრანსპორტირება თვითმფრინავით უნდა მოხდეს და ლიმიტი სიმაღლეში არის 4 მეტრი, რაც ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ჟირაფები უნდა ჩამოვიყვანოთ”, – ამბობს გურიელიძე.
შემდეგი სხდომა “ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევროპულ ასოციაციაში” რამდენიმე თვეში, 2024 წლის სექტემბერშია დანიშნული. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ამ დროს ასოციაციას ვოლიერების შესახებ განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს