თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს | აღდგენის დრო

თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
· ისნის რაიონში – ვაზისუბნის დას. მე-2 მიკროს N1 კორპუსთან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02/01 16:00-დან 03/01 04:00 სათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: თეოფანე დავითაიას, ალექსანდრე როინიშვილის, ქევხიშვილის ქუჩები და ვაზისუბნი მე-2, მე-2ა მიკროებს მთლიანად.
· სამგორის რაიონში – ორხევში, აბზიანიძის და მუხაძის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02/01 15:30-დან 03/01 03:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ორხევში: ჩანტლაძის, მუხაძის, გოკიელს, წუწუნავა, აბზიანიძის ქუჩებს
· დიდუბის რაიონში – პასტერის ქუჩის N2 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02/01 14:30-დან 03/01 00:30 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: პასტერის ქუჩას და აღმაშენებლის ქუჩის N 140, 142, 144
· გლდანის რაიონში – ზაჰესი, თავისუფლების ქუჩის N 42 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:00-დან 23:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ზაჰესში: თავისუფლების, ყაზბეგის, კეცხოველის, მაყაშვილის, წინამძღვრიშვილის და კასკადის ქუჩებს
· გლდანის რაიონში – მუხიანის აგარაკებში, მუხის ქუჩის N 20 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02/01 17:00-დან 03/01 05:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ტაძრის, ვანის, მუხის, იაკობის, კალოუბნის, გრემის, სამეგრელოს, არტანუჯის, რაჭის და შორაპანის ქუჩებს.
· მთაწმინდის რაიონში – ოქროყანა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის N 4 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02/01 17:15-დან 03/01 05:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ოქროყანაში- ჭავჭავაძე, თაყაიშვილი, ვაჟა-ფშაველა, ბომბორის, ციურიხის და ბესიკის ქუჩებს.