თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება დილამდე შეეზღუდა | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – ინფორმაციას GWP ავრცელებს.
ვაკის რაიონში, წყნეთი, რუსთაველის ქუჩის მე-9 ჩიხი N 5 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 25/12 19:30-დან 26/12 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: რუსთაველის მე-9 ჩიხი და მე-10 ჩიხი, რუსთაველის 138 – 146 (ლუწები) 99 – 111 (კენტები).
ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის ქუჩის N 291 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/12 18:00-დან 26/12 06:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა:
გურამიშვილის გამზირის N1- N 27(კენტები), N 2- N 30(ლუწები), ც. დადიანის გამზ. N 34-ის კორპუსებს, N13- 323(კენტები), N 18- N 160(ლუწები), ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, ე. მანჯგალაძის, მ. ქავთარაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის, სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, საყვირის, ლომთათიზის, ჭოპორტის, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, ჭილაიას,მახალდიანის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელის, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი, რიონის, რიონჰესის, ლალიონის, ვეშაპურის, ხუდადოვის ქ. N2-50 (ლუწები) და დეპოს ქუჩებს.
ისნის რაიონი,დოდაშვილის ქუჩის N 3 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/12 18:15-დან 26/12 07:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: დოდაშვილის ქუჩას.