თბილისის ვიცე-მერმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა თანამდებობა დატოვეს?!

თბილისის ვიცე-მერმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა თანამდებობა დატოვეს?!
დაუწყიათ წმენდა თბილისის მერიაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე წერს.
„დაუწყიათ წმენდა თბილისის მერიაში და ამიტომ ,,იმალება” კალაძე ნეტა მილანში?!
– ვიცე-მერი
– ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
– არქიტექტურის სამსახური
– ქონების მართვის სააგენტო
კიდე ვინ?! სუს-ი გვეტყვის თუ მილანიდან დაბრუნებული კალაძე?!“, – წერს აბესაძე.
ცნობისთვის, თბილისის ვიცე-მერი ა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე.
„კომერსანტი“ ინფორმაციის გადამოწმებას და დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.