თბილისის ვიცე-მერი ლონდონის მერის მოადგილე ჯულს პაიპს შეხვდა

თბილისის ვიცე-მერი , ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, თბილისის ვიცე-მერი ლონდონის მერის მოადგილე ჯულს პაიპს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურბანული დაგეგმარებისა და სატრანსპორტო რეფორმის საკითხებს.
ამასთან, უწყების ცნობითვე, ყურადღება გამახვილდა ლონდონის მოწინავე გამოცდილებაზე მუნიციპალური სერვისების განვითარებისა და ტრანსპორტის ნაკადების მართვის სფეროებში. მხარეებმა ასევე, იმსჯელეს ლონდონში ტრანსპორტის ფასიანი ზონების დანერგვის საფუძვლებსა და შედეგებზე.
თბილისის ვიცე-მერის თქმით, აღნიშნული გამოცდილების გაზიარება თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„ლონდონი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია მუნიციპალური სერვისების დანერგვა-განვითარების, ქალაქგეგმარებისა და ტრანსპორტის ნაკადების მართვის მიმართულებით. შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებს დაეთმო ყურადღება და განხილულ იქნა ლონდონის გამოცდილებები ამ მიმართულებებით, რაც თბილისისთვის მსგავსი რეფორმების გატარების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა, ფასიანი ზონების საკითხს, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის ეკოლოგიური სტანდარტის შესაბამისი ფასიანი გადაადგილების ზონებს, რომელიც ლონდონში, თითქმის 20 წელიწადია ფუნქციონირებს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ლონდონის მერის მოადგილემ თბილისის ვიცე-მერს გაუზიარა ქალაქდაგეგმარებისა და მართვის პრაქტიკა, ასევე, გააცნო სამომავლო გეგმები ტრანსპორტის ნაკადების მართვის მიმართულებით. მანვე თბილისის მუნიციპალიტეტს ტრანსპორტის სფეროს რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
უწყების ცნობით, ლონდონის მერიაში თბილისის მერიის დელეგაციის წევრები ლონდონის ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, რა დროსაც ტრანსპორტის გადატვირთული ნაკადების მართვის მექანიზმები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და შესაბამის სფეროებში გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე