თბილისის “დინამოს” 44 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს

თბილისის “დინამოს” 44 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი 44 წლის ავსტრიელი სპეციალისტი ფერდინანდ ფელდჰოფერი იქნება და მასთან უახლოეს დღეებში 1,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
ის აღნიშნულ პოსტზე ანდრეს კარასკოს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ ს მიაშურა და ადგილობრივი პრემიერ ლიგის გუნდის “ჩერკასის” დამრიგებლად დაინიშნა.
რაც შეეხება ფელდჰოფერს, ახალგაზრდა მენეჯერი 2020-2021 წლის სეზონში ავსტრიულ “ვოლფსბერგს” წვრთნიდა, სადაც 2 ქართველი ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე თამაშობდა. იმ სეზონში “ვოლფსბერგი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა, ჯგუფიდანაც გავიდა და პლეი-ოფშიც ითამაშა.
2021 წელს ფელდჰოფერმა ვენის “რაპიდი” ჩაიბარა,
2022 წლამდე იმუშავა, შემდეგ გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო.