თბილისის “დინამოს” ყოფილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

თბილისის “დინამოს” ყოფილმა უკრაინელმა მცველმა დმიტრო ივანისენიამ თავის სამშობლოზე უარი განაცხადა და ს მოქალაქეობა მიიღო.
ის 2021 წლიდან “კრილია სოვეტოვის” ღირსებას იცავს და სამარული კლუბი არც რუსეთის ში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია.
2022 წლის აპრილში ფეხბურთელის მეგობარმა არტემ გრომოვმა ინტერვიუში განაცხადა – “ჩემი მეგობარი დიმა ივანისენია რუსეთში ჩარჩა. არ შეუძლია წამოსვლა, გუნდი კონტრაქტის გაწყვეტის საშუალებას არ აძლევს. ისეთ პირობებს უყენებენ, რომ ამისათვის თავი უნდა გაყიდოს.”
30 წლის უკანახაზელს 2019 წელს უკრაინის ნაკრებში ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. თბილისის
“დინამოს” ღირსებას 2018 და 2019 წლებში იცავდა.