თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ფორვარდი „ნიუკასლში“ გადადის

“ლელოს” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფორვარდი ვახტანგ სალია “ნიუკასლში” გადავა. ცხადია, ეს ტრანსფერი გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ფეხბურთის დღევანდელობაში.
შევიტყვეთ, რომ კონტრაქტი ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისი ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, სალია ერთი სეზონის განმავლობაში ისევ “დინამოში” დარჩება და ამის შემდეგ შეუერთდება “ნიუკასლს”.
ცხადია, დავინტერესდით, ხომ არ იქნება სალიას ტრანსფერის შემთხვევაში ხელისშემშლელი ის გარემოება (მკაცრი ინგლისური რეგულაციების გათვალისწინებით), რომ მას არ უთამაშია ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს თემა მოგვარებულია.
ინგლისური კლუბი ახალგაზრდა ფორვარდზე ძალიან დიდ იმედს ამყარებს. “ნიუკასლი” გვარიანად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც კლუბში ახალი და ძალიან სოლიდური ინვესტორი მივიდა.
აქამდე, ქართველ ფეხბურთელთაგან ” ჯორდების” შემადგენლობაში თემურ ქეცბაიას და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ. ცოტა ხნის წინ იყო ლაპარაკი “ნიუკასლში” გიორგი მამარდაშვილისტრანსფერზეც, თუმცა საბოლოოდ ის “ლივერპულმა” დაიბევა.
სალია თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ძირითადი გუნდის გარდა, თამაშობს 17-წლამდელთა ნაკრებშიც.
კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ლაპარაკია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რაც ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებისთვის იდეალურ საშუალებად მიგვაჩნია.
წყარო: ლელო