თბილისის “დინამომ” ინგლისელი ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც პრემიერლიგის გუნდებში თამაშის გამოცდილება აქვს.
“ჯოშ ონომა დინამოელია. 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ტოტენჰემში, შეფილდ უენსდიში, ასტონ ვილაში, ფულჰემსა და ბლექპულში გამოდიოდა.
2012-2018 წლებში ჯოშ ონომამ ინგლისის ფაქტიურად ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. მანამდე კი 17-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ოქროც მოიგო. კონტრაქტი ჩვენს გუნდსა და ფეხბურთელს შორის 1+1 სისტემით გაფორმდა”, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.