თბილისის “დინამომ” ლიეტუველი შემტევი დაიმატა

თბილისის “დინამომ” ლიეტუველი შემტევი დაიმატა, – ამის შესახებ დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით იტყობინება:
“ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი – დანიელ რომანოვსკი “დინამოში” ითამაშებს. ჩვენს კლუბსა და ვილნიუსელ ფეხბურთელს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის “ჟალგირისის” აღზრდილია და იმავე კლუბში 6 წელი ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს “შტუმბრასის”, კაუნასის “ჟალგირისის”, დონეცკის “ოლიმპიკის” და “ბანგას” ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონი რომანოვსკიმ “შიაულიაის” ფორმით გაატარა. ლიეტუვის ყველა ასაკობრივი ნაკრების გარდა, დანიელ რომანოვსკის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს გამართული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში