თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე ხუთი სპარინგი დაგეგმა

ხუთი დღეა, რაც დედაქალაქური “დინამო” დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანდრეს კარასკოს გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 20 იანვარს “ლოკომოტივთან”, ხოლო 25 იანვარს “თელავთან”.
27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს დინამო თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 31 იანვარს პრაღის “ბოჰემიანსს” (ჩეხეთი) შევხვდებით, 4 თებერვალს ლუჰანსკის “ზორიას” () ვესპარინგებით, 8 თებერვალს მეტოქეობას ლატვიური “ვალმიერა” გაგვიწევს, 13 თებერვალს კიევის “დინამოსთან” () მოვსინჯავთ ძალებს, ხოლო დასკვინითი სპარინგი 19 თებერვალს,
მოლდოვურ “ბელცისთან” გვექნება.
“დინამო” თურქული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის გახსნამდე, რომელიც 1-ელ მარტსაა დაგეგმილი, ადგილზე მოემზადება.
fcdinamo.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში