თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებზე ხუთი სპარინგი დაგეგმა

ხუთი დღეა, რაც დედაქალაქური “დინამო” დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანდრეს კარასკოს გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 20 იანვარს “ლოკომოტივთან”, ხოლო 25 იანვარს “თელავთან”.
27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს დინამო თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 31 იანვარს პრაღის “ბოჰემიანსს” (ჩეხეთი) შევხვდებით, 4 თებერვალს ლუჰანსკის “ზორიას” () ვესპარინგებით, 8 თებერვალს მეტოქეობას ლატვიური “ვალმიერა” გაგვიწევს, 13 თებერვალს ს “დინამოსთან” (უკრაინა) მოვსინჯავთ ძალებს, ხოლო დასკვინითი სპარინგი 19 თებერვალს,
მოლდოვურ “ბელცისთან” გვექნება.
“დინამო” თურქული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის გახსნამდე, რომელიც 1-ელ მარტსაა დაგეგმილი, ადგილზე მოემზადება.
fcdinamo.ge