თბილისის “დინამომ” განელ თავდამსხმელს კონტრაქტი გაუფორმა

“პორტუგალიურ შეკრებაზე ჩვენი გუნდის რიგებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა. დინამოს ფორმას 22 წლის განელი ფორვარდი ჯონ არტური მოირგებს. თავდამსხმელმა “დინამო თბილისთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჯონ არტური ბელგიური “გენტის” აღზრდილია, გამოდიოდა პორტუგალიურ “ტორეენსეში” და “ფელგუეირასში”.
fcdinamo.ge