თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი 7%-ით, ხოლო ძველი ბინების 12%-ით გაძვირდა

2024 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 546 ერთეული შეადგინა და წინა წლის თებერვალთან შედარებით 1%-იანი შემცირება დაფიქსირდა.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბაზრის ზომა 5%-ით, 227 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
თებერვალში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის თებერვალში შედარებით მაჩვენებელი 10%-ით არის შემცირებული.
თბილისში, თებერვალში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 1% და 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ