თბილისის გარეუბანში, მცირე ზომის ბინის შეძენა იპოთეკური სესხით 170 000 დაქირავებულ ადამიანს შეუძლია – Galt&Taggart

Galt & Taggart-ში მიაჩნიათ, რომ დაქირავებული ადამიანების რაოდენობა, რომელსაც გარეუბანში, მცირე ზომის ბინის შეძენა იპოთეკური სესხით შეუძლია 170,000-ს შეადგენს.
მათივე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები კლებას განაგრძობს 2024 წელს, ხოლო უცხოურ ვალუტაში იმავე ნიშნულზე შენარჩუნდება.
როგორც Galt & Taggart-ში განმარტავენ, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა 2 ძირითად კატეგორიაზეა დამოკიდებული:
1) საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს.
2) საინვესტიციო შენაძენი, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს.
Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, ურბანიზაციის მაჩვენებელი საქართველოში 2022 წლისთვის 60%-ი იყო, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 2000 წელს 53%-ს უკავშირდებოდა. ევროკავშირში კი ანალოგიური მაჩვენებელი 2022 წელს 75%-ს შეადგენდა, 2000 წელს კი 71%-ს.
Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ურბანიზაციის ზრდა წლიურად დაახლოებით 4,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას. აღსანიშნავია რომ, 2014 წლიდან თბილისის მოსახლეობა 140,000-ით გაიზარდა.