„თბილისის აკრები“ ბუნებასთან ჰარმონიაში – „ანაგი“ პროექტს თანამედროვე საინჟინრო მიდგომებით ახორციელებს

პირველი თვითმყოფადი უბანი, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაშია – ეს „თბილისის აკრებია“, პროექტი თავისი დახვეწილი არქიტექტურით, მობინადრეებზე მორგებული დაგეგმარებით, ბუნებრივ ლანდშაფტთან თავსებადობით, სერვისების მრავალფეროვნებითა და გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
„თბილისის აკრებს“ 20 ნოემბრამდე უნიკალური შეთავაზება აქვს, მომავალ მობინადრეებს შეუძლიათ შეიძინონ ბინა სპეციალურ ფასად საინვესტიციო თუ საცხოვრებელი მიზნობრიობით.
„თბილისის აკრები“ მდებარეობს დედაქალაქის სტრატეგიულ ლოკაციაზე, ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზე. პროექტი არის თბილისის იდეალური გაგრძელება, პირველი თვითმყოფადი უბანი, რომელიც ერთი მხრივ, მობინადრეებისთვის შექმნის ცხოვრების უნიკალურ გამოცდილებას და მეორე მხრივ, დედაქალაქს „უკარნახებს“, როგორ განაგრძოს სწორად განვითარება.
პროექტს ახორციელებს „ანაგი“, რომლის უკანაც სამშენებლო სექტორში 35-წლიანი გამოცდილება დგას. კომპანიის მდგრადი მიდგომა, შექმნას მომავლის უბანი ლანდშაფტზე მინიმალური ზემოქმედებით, ტყის მასივის სრულად შენარჩუნებითა და დენდროლოგების მიერ გამწვანებული სივრცეებით, პასუხობს დედაქალაქის გამოწვევებსა და თანამედროვე ტენდენციებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. დაბალი განაშენიანება და სწორად დაგეგმარებული, მობინადრეების კომფორტზე მორგებული სივრცეები ქმნის გარემოს, სადაც ყველა პირობაა შექმნილი თქვენი მშვიდი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის.
„ანაგის“ სამშენებლო პროექტების დირექტორი გიორგი მიხანაშვილი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები ქმნის უსაფრთხო საფუძველს ისეთი უბნისთვის, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაში შენდება:
ამჟამად „თბილისის აკრებში“ მიწის ექსკავაციის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც ყველაზე მთავარია, მშენებლობა მორგებულია არსებულ ლანდშაფტს და ყველა ეტაპი თანამედროვე საინჟინრო და მდგრადი განვითარების სტანდარტის მიხედვით ხორციელდება“, – განმარტა გიორგი მიხანაშვილმა.
„ანაგის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის მთავარ კომპონენტებს შორისაა ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენება და ხარისხის მკაცრი კონტროლი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უბანი ჩვენი ქვეყნის არქიტექტურულ სექტორში სრულიად ახალ პრეცედენტს ქმნის:
„ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ კომპლექსი ვითარდება 62 ჰექტარზე და რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის ერთი პროექტის ფარგლებში განვითარება საქართველოსთვის უპრეცედენტოა“, – აღნიშნა ირაკლი გოგოლიშვილმა.
„თბილისის აკრები“ არის უბანი, სადაც საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეები ბუნებასთან იდეალურ სინთეზში იქნება. ტყის მასივი და ახალი, გამწვანებული სივრცეები კი უნიკალურ, ჯანსაღ მიკროკლიმატს ქმნის, რაც პროექტის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ამასთან, კომპლექსი გააერთიანებს ყველა ფუნქციურ სივრცეს, რაც დედაქალაქის მაცხოვრებელს სჭირდება: საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სოციალური დაწესებულებები და რეკრეაციული ზონები.
„თბი­ლი­სის აკ­რებ­მა“ სულ ცოტა ხნის წინ, თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლებს პირ­ვე­ლი კამ­პა­ნია წა­რუდ­გი­ნა, მე­სი­ჯით „თბი­ლი­სი იზ­რდე­ბა“, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, დედაქალაქი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით აგრძელებს განვითარებას და კომპანიას სამომავლო საცხოვრებელი სივრცეები სწორად ამ ფორმით წარმოუდგენია.
„თბილისის აკრებში“ გაყიდვები უკვე დაწყებულია. 20 ნოემბრამდე შესაძლებლობა გაქვთ, ბინა შეიძინოთ სპეციალურ ფასად, რომელიც სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღარ განმეორდება. ისარგებლეთ შეთავაზებით და გახდით დედაქალაქის პირველი თვითმყოფადი უბნის მობინადრე!
და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ვებგვერდს TbilisiAcres.ge ან დაგ­ვი­რე­კეთ ნომერზე: 032 290 05 05.
(R)