ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ არადეკლარირებული 49 ოქროს მონეტისა (საერთო წონა 477,97 გრამი) და ძვირფასი ქვების უკანონო გატანის ფაქტი აღკვეთეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მისი კუთვნილი ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში 143 72 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ნივთები იქნა აღმოჩენილი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
