თბილისის აეროპორტს რუსეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებს – ურუშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ვასო ურუშაძე, რუსული ავიაკომპანია აზიმუტის მიერ საქართველოს მიმართულებით ავიარეისების რაოდენობის გაზრდას ეხმაურება და ამბობს:
“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი რუსულ ავიაკომპანიებს, რომ მათ თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს, რომ მათ მოახერხონ და გადაარჩინონ საკუთარი საავიაციო ინდუსტრია და თბილისის აეროპორტი იყოს მათთვის გამოყენებული, როგორც პლატფორმა დასავლური სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ეს არის ცალსახად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ინტერესებთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან.“

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი