თბილისის აეროპორტთან სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ი გაიხსნა

თბილისის აეროპორტთან სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ი გაიხსნა.

ibis Tbilisi Airport-ში 3 სხვადასხვა კატეგორიის 72 ნომერია.
“ეს არის პირველი საერთაშორისო ქსელის სასტუმრო, თბილისის აეროპორტის მახლობლად. ახლადაშენებული 72 ნომრიანი სასტუმრო მხოლოდ 5 წუთის სავალზეა ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტიდან, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს ტურისტებისთვის, ტრანზიტული მგზავრებისათვის და საჰაეროეკიპაჟებისათვის.
Ibis-ი ცნობილია თავისი თანამედროვე დიზაინით, თბილი, ღია და მეგობრული გარემოთი, რომელიცმსოფლიოს ნებისმიერ ibis-ის სასტუმროშიდაგხვდებათ. Ibis-ი არის პირველი ბრენდი ევროპაში, რომელმაც მაღალი ხარისხის, კომფორტული დახელმისაწვდომი სასტუმრო მომსახურებაყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. 1974 წელსდაბადებული ბრენდის სახელზეა რევოლუციურიცვლილებები სასტუმრო მომსახურების სფეროში დაამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წარმოდგენილი სამ სხვადასხვა ბრენდში – ibis, ibis Styles და ibis budget დღემდე ლიდერობს სასტუმროსინდუსტრიაში. ჯამურად აერთიანებს 2600-ზე მეტისასტუმროს და თითქმის 300,000 ნომერს.
დღეის მონამცემებით, საქართველოში Accor-ის 11 სასტუმროა გახსნილი, ხოლო 15-ზე მეტი პროექტიგანვითარების სხვადასხვა ეტაპებზეა. Accor-ის ოჯახისუახლესი წევრი, ibis Tbilisi Airport, Accor-ისა და FujinSilk Properties LLC -ის პირველი ერთობლივი პროექტისსახით შემოუერთდა”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Accor New East Europe-ის საოპერაციო დირექტორი, ალექსის დელაროფი, აღნიშნავს: „ახალი ibis Tbilisi Airport-ის გახსნა კიდევ უფრო ამყარებს Accor-ისპოზიციონირებას საქართველოში და გვიჩვენებსჩვენს შესაძლებლობებს რეგიონში თანამედროვე დამრავალფეროვანი შეთავაზებების განვითარებაში. აეროპორტის სიახლოვეს-ამ მნიშვნლოვანსაერთაშორისო ჰაბში, პირველი სასტუმროს გახსნაკიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის ინტერესსრეგიონის მიმართ.
Fujin Silk Properties LLC-ის გენერალური დირექტორი, ჯონ დოდელანდი, დასძენს: „თბილისისსაერთაშორისო აეროპორტმა ბოლო წლებში უდიდესიზრდა განიცადა და 2024 წლის პირველ ნახევარში 2.6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 36%-ითგაზრდილია გასულ წელთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი სასტუმრო მოგზაურების თანამედროვესაჭიროებებს დააკმაყოფილებს, და მოხარულებივართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე ქვეყანაში.

ასევე დაგაინტერესებთ