თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალი ავტობუსები შეცვლილი ადგილებიდან გავლენ

დედაქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსები შეცვლილი ადგილებიდან გავლენ. როგორც კომპანიები „ჯორჯიან ბასი“ და „ომნიბუს ექსპრესი“ განმარტავენ, 10 ივნისიდან ამოქმედდება ახალი წესი, რომელიც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო.
· Georgian Bus-ის („ჯორჯიან ბასი“) შემთხვევაში – თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსი, თავისუფლების მოედნის ნაცვლად „თბილისი ცენტრალიდან“ (ე.წ. რკინიგზის ავტოსადგურიდან) გავლენ;
· Omnibus Express-ის („ომნიბუს ექსპრესი“) ავტობუსები კი ელბაქიძის აღმართის ნაცვლად ორთაჭალის ცენტრალური ავტოსადგურიდან (მე-4 ბაქანი).