თაღლითობა ივანიშვილის გარემოცვისგან | „ქართუ ბანკის“ იურისტს ფულის მითვისებაში ადანაშაულებენ

თაღლითობა ს უახლოესი გარემოცვისგან. ოლიგარქის „ქართუ ბანკის“ იურისტს ალა კახნიაურსა და მის ოჯახს თაღლითობაში 15-მდე პირი ადანაშაულებს. საქმე ამხანაგობა “ნაძალადევი 2008”-ის საქმიანობას ეხება, როდესაც ამხანაგობის ანგარიშზე ათიათასობით დოლარი ირიცხებოდა, თუმცა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში კუთვნილ ბინებს დაზარალებულები ამ დრომდე უშედეგოდ ელიან. საქმის გამოძიება კი ჭიანურდება. დაზარალებულები ამ პროცესს “ქართუ ჯგუფის” იურისტს, ალა კახნიაურს უკავშირებენ. ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ალა კახნიაურის პარტნიორს – ძებნილის სტატუსი მოუხსნეს და საქმეში ოქროს მოწმედ შემოაბრუნეს. დავა უკვე სააპელაციო სასამართლოშია.