თაღლითობა და ფულის გათეთრება – A.K. Group-ის ქოლ-ცენტრ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, პროკურატურა დაინტერესდა დაიწყო მათი ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილი, სავარაუდოდ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. Group-ის საქმით. მედიაგამოცემის ინფორმაციით, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს.
ჟურნალისტური გამოძიება რომელზეც სტუდია მონიტორმა, “აი, ფაქტმა”, ფლანგვის დეტექტორმა, OCCRP და 30-ზე მეტმა საერთაშორისო მედიამ იმუშავეს, 5 მარტს გამოქვეყნდა. მათ დაადგინეს, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ქოლცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლ-ცენტრს მართავს კომპანია, სახელად A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს, სუს-ის შენობიდან 500 მეტრში. მათ დამატებითი ოფისი აქვთ შარტავას ქუჩაზეც.
დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:
· სუს-ის შენობიდან 500 მეტრში თაღლითური ქოლცენტრი არსებობდა – ჟურნალისტური გამოძიება