თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტი გურჯაანის “დელტაა”

თასის გათამაშებაში პირველი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. მერვედფინალური სერიის მეორე, საპასუხო მატჩში გურჯაანის “დელტამ” 92:65 (სტატისტიკა) დაამარცხა თბილისის “ვერა” და მეოთხედფინალში გავიდა. გურჯაანელები იოლი ამოცანის წინაშე იდგნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ “დელტას” სერიის პირველი მატჩი თბილისში 29 ქულით ჰქონდა მოგებული და შინაურ არენაზე რომ ამაზე მეტით წააგებდა, ფაქტობრივად გამორიცხული იყო.
“ა” ლიგის გუნდები კი არიან მაგარ იშტაზე – კასპის “გრიფინმა” და “რუსთავმა” თასის მერვედფინალის პირველ მატჩებში სუპერლიგის ლიდერებს მოუგო, თუმცა ვერა რომ სენსაციის მომხდენი ვერაა, პირველ, თბილისურ მატჩში გამოჩნდა. გურჯაანელებს არც საპასუხო მატჩის
მოგება გასჭირვებიათ. სხვაობა 2 ქულა იყო – ამჯერად “დელტამ” 27 ქულით იმარჯვა და თასის გათამაშების საუკეთესო რვეულში პირველმა შეაბიჯა.
გურჯაანელთაგან საუკეთესო იყო ირაკლი სულხანიშვილი, რომელმაც 20 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულა მიითვალა საბა ლობჯანიძემ, 14 ქულა ჰქონდა სკილერ პოტერსაც. ვერაში 13 ქულით საბა ნარიმანიძე გამოირჩა, 12 ქულა დააგროვა გიორგი გუგუციძემ.
“დელტა” მეოთხედფინალშია და მეტოქეს ელოდება. მისი მეტოქე “სა” და ტყიბულის “ორბს”შორის უნდა გამოვლინდეს. აჭარული გუნდი ნახევრად მეოთხედფინალშია, რადგან სერიის პირველი შეხვედრა ტყიბულში 22 ქულით აქვს მოგებული.
GBF