თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის – პრეზიდენტი ოპოზიციაზე

თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის – პრეზიდენტი ოპოზიციაზე
საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამოეხმაურა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია თარიღებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, რადგან ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოიყვანონ.
„31 მარტს, ჩემი ს დროს რას აპირებდნენ?! რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ. სინამდვილეში კი არ აპირებდნენ, საზოგადოებას, (რომლებიც ჩვენ გვეძახის მონას), ის ვერ გაუთვალისწინებია, როგორ შეურაცხყოფას აყენებს ეს ხალხი [ოპოზიცია] მუდმივად ამ თარიღების გამოცხადებით და დაპირებით, რომ რაღაცას შეძლებენ. ამიტომაც არის, რომ 800 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 5 ათასი ადამიანი გამოდის. თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ აღარ გამოდის ეს ხალხი და იბადება კითხვა – რატომ, ვინ ატყუებს ამ ხალხს? საკუთარ თავში უნდა ჩაიხედონ და შეხედონ იმ სიყალბეს, თუ ვინ ატყუებს მათ და მერე გამობრძანდნენ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ