რეჟისორი სანდრო ელოშვილი ჯასტინ ტიმბერლეიკის გუშინდელ კონცერტს ეხმაურება, სადაც მომღერალმა, რომელსაც სცენაზე საქართველოს დროშა ესროლეს, ფეხით გადაუარა:
,,ხომ გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კვარაცხელიას რომ ლანძღავდნენ… თასით ხელში აქციების მხარდამჭერ განცხადებებს რატომ არ აკეთებსო?! ხმა არ ამომიღია, ასე ვფიქრობდი, რა პატრიოტი ხალხი ჰყავს ჩემს ქვეყანას, არც თასი უნდათ და არც ოსკარი, თუ საქართველო არ იქნება უპირველესი მეთქი…
გუშინ, 55 ათასი კაციდან 20 ათასი რომ რუსი იდგა, მანდ როგორ იყო ? ხომ გამიჯნულად კულტურა და პოლიტიკა?! აი, ამ ჯიგარმა ფეხით რომ ათრია საქართველოს დროშა… რატომ არ გაბრაზდით?! აწი კიდევ როდის ვნახავთ “ამოტოლა” ვარსკვლავს, მოდი ბარემ რა იცის რა ნაჭერი აგდია და გავატაროთო ხო?!
ერთ ამბავს გეტყვით… აი, რაც ამან ქნა, მაგას თხოვდნენ ანწუხელიძეს და რომ არ ქნა… ახლა სახლში იქნებოდა თავის ანასთან და ლევანთან!
ასე რომ… სირაქლემობა ტეხავს!
თან ტიმბერლეიკის კონცერტზე რომ დადიხარ, თან ვალერი მელაძის და თან რუსთაველზე ხარ, მიტინგზე… ტეხავს!!!
ხვიჩას მედლები არ გინდოდეს და დროშის თრევა არ გაბრაზებდეს… ტეხავს!!!
დიდება საქართველოს!”
