თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან სექსუალური ორგიებით ერთობოდა თუ კომპრომატებად იყენებდა?!

თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან სექსუალური ორგიებით ერთობოდა თუ კომპრომატებად იყენებდა?!
„ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?! – სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულებმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
„ეს რა სიმახინჯეები მოვისმინეთ, რა უბედურებაა?! ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?! თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან ერთობოდა სექსუალური ორგიებით თუ კომპრომატებად იყენებდა?! სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე და დამნაშავე უმკაცრესად იქნას დასჯილი, რომ არავის აზრად აღარ მოუვიდეს ასეთი სიმახინჯეების ჩადენის სურვილი!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ