,, თან ვბრაზობდით და თან გვეცინებოდა, აქამდე როგორ მივიყვანეთ ეს ქვეყანა” – გიორგი ტაბატაძე

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,რამდენიმე დღის წინ ერთმა კარგმა კაცმა დამირეკა, გზის გადაკეტვას მედავებიან და დამეხმარეო. დავთანხმდი რათქმაუნდა. გავუთიშე და 10 წუთში კიდევ მირეკავს, კიდევ დამირეკეს და მეორე საქმეზეც მედავებიანო. ორივე დეკემბრის საქმე იყო 500 ლარიანები. დაგეხმარები მაგაზეც მეთქი.
დაახლოებით ერთ საათში კიდევ დამირეკა. იანვრის საქმეზეც დამირეკესო (5000 ლარიანი ჯარიმაა). თან ვბრაზობდით და თან გვეცინებოდა, აქამდე როგორ მივიყვანეთ ეს ქვეყანა.
ხოდა იგივე ადამიანმა წეღან დამირეკა კიდევ ერთ საქმეზე მედავებიანო.
რუსთაველი ყოველდღე იკეტება. ესენიც ყოველდღე წერენ უკანონო ჯარიმებს. ამ სიგიჟისგან სასამართლო უნდა გვიცავდეს მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს სასამართლო…“

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა