თანასოფლელმა 73 წლის კაცი თავში დაჭრა – “პირველებისთვის” ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებული თანასოფლელთან ერთად მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მამუკა მანიამ 73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს