თანამედროვეობის ყორღანაშვილები უსტარს უსტარზე უგზავნიან თავიანთ პატრონებს, დაგვეხმარეთო – მათაც არ დააყოვნეს და ისეთი ბულინგი განახორციელეს პია კაუმას მიმართ, რომ იძულებული გახდა დაეწერა, ვიზიტი დროებით გადავდეო

თანამედროვეობის ყორღანაშვილები უსტარს უსტარზე უგზავნიან თავიანთ პატრონებს, დაგვეხმარეთო – მათაც არ დააყოვნეს და ისეთი ბულინგი განახორციელეს პია კაუმას მიმართ, რომ იძულებული გახდა დაეწერა, ვიზიტი დროებით გადავდეო
კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ის უბნელესი გავლენები, რომელიც “დიფ სთეითს” ანუ ფარულ მმართველობას გააჩნია მთელ მსოფლიოში და რომელთა ხელის ბიჭები, სახელდობრ კი თანამედროვეობის ყორღანაშვილები, სამწუხაროდ საკმაოდ მრავლად არიან საქართველოში, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას ეხმიანება.
გვენეტაძის თქმით, თანამედროვე ყორღანაშვილები 20 იანვრის მოახლოებით შეშინებულები არიან და პატრონებასც დახმარებას სთხოვენ, რომლებმაც, თავის მხრივ, ისეთი ბულინგი განახორციელეს პია კაუმაზე, რომ იგი იძულებული გახდა, ვიზიტი გადაედო.
“კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ის უბნელესი გავლენები, რომელიც “დიფ სთეითს” ანუ ფარულ მმართველობას გააჩნია მთელ მსოფლიოში და რომელთა ხელის ბიჭები, სახელდობრ კი თანამედროვეობის ყორღანაშვილები, სამწუხაროდ საკმაოდ მრავლად არიან საქართველოში. რომლებიც ისე არიან შეშინებულ-შეშფოთებულნი 20 იანვრის მოახლოებით, რომ უსტარს უსტარზე უგზავნიან თავიანთ პატრონებს-გვიშველეთ დაგვეხმარეთო.
მათაც არ დააყოვნეს და ისეთი ბულინგი განახორციელეს ამ ქალბატონის მიმართ, რომ ისიც იძულებული გახდა დაეწერა ვიზიტი დროებით გადავდეო.
ლოგიკურია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში, რომ ჩამოსულიყო. “ოპოზიცია” ხომ ეტყოდა გაყალბდა და ახალ არჩევნებს ვითხოვთო.
ეს პატივცემული თავის მხრივ ხომ უპასუხებდა – კი მაგრამ ეუთო/ოდირმა დასკვნაში ჩაწერა: “ კარგად იყო ორგანიზებული” და ამიტომაც მე თქვენთან მაქვს შეკითხვა ე.წ. “ოპოზიციონერებო” თუ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, მაშინ როგორ გაყალბდაო?
აი ამის შეეშინდა “დიფ სთეითს” ვინაიდან მისი დაქირავებული ყორღანაშვილების აქ გაშავება საბოლოოდ გამოუსვამდა და კიდევაც გამოუსვამს ცელს მათ მიზნებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ამიტომაც დაველოდოთ 20 იანვრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. რატომ? იმიტომ რომ ქალბატონმა პია კაუმამ გადავდე ვიზიტი და კი არ გამიუქმებიაო.” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა