თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო – საქართველოს განადგურებული ვან’ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

სომხეთის ფეხბურთის ასოციაციამ გვაუწყა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან’ტ სხიპი გაათავისუფლა. ის თანამდეობაზე ამა წლის თებერვალში დაინიშნა და 1+1 სისტემის კონტრაქტი აკავშირებდა, თუმცა პოსტი მხოლოდ რამდენიმე თვე შეინარჩუნა.
სომხეთმა ეროვნული გუნდის ბედი ადგილობრივ სპეციალისტს მიანდეს და ნაკრების დამრიგებლად “პიუნიკში” მომუშავე იეგიშე მელიქიანი დანიშნეს.
“იმედი მქონდა, რომ სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობას გავაგრძელებდი, თუმცა პატივს ვცემ FFA-ს გადაწყვეტილებას, სხვა მიმართულებით წასულიყო. ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც მოკლე დროში შევასრულეთ და მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და ფედერაციის ყველა თანამშრომელს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. გუნდს მომავალში მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ”, – თქვა ვან’ტ სხიპმა.
შეხსენებისთვის, ეროვნულ გუნდში დებიუტი ვან’ტ სხიპს საქართველოს ნაკრებთან ჰქონდა ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის ორი მატჩის ჯამში 1:9 განადგურდა. მისი ხელმძღვანელობით სომხებმა ორი ამხანაგური შეხვედრაც გამართეს – კოსოვოსთან 2:5 წააგეს, მონტენეგროსთან კი 2:2 ითამაშეს.
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] “ძალიან დამწუხრებული ვარ… ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა…” – მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ჯონ ვან’ტ სხიპი: გეგმის შესრულების შემთხვევაში, წარმატების მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს
ჯონ ვან’ტ სხიპი: ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო