თანამდებობიდან გადადგა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა ნიკუ პოპესკუმ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2021 წლის აგვისტოში დაინიშნა.
პოპესკუმ, რომელიც ვიცე-პრემიერიც იყო, გადადგომის გადაწყვეტილება კიშინიოვში დღეს, 24 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ნიკუ პოპესკუს თქმით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ დასახული მიზნები წარმატებით შეასრულა და ამ ეტაპზე პაუზა სჭირდება.
ყველაზე დიდ წარმატებად მიჩნეულია ევროკავშირის გადაწყვეტილებები მოლდოვისთვის ჯერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და შემდეგ გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ