თანამდებობა დატოვა გდდ-ს უფროსის მოადგილემ მილერი ლაგაზაურმაც

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მილერი ლაგაზაურმა, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ, თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, ლაგაზაურმა თანამდებობა „საკუთარი განცხადების საფუძველზე” დატოვა, თუმცა უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა, თუ როდის დატოვა გდდ-ს უფროსის მოადგილემ თანამდებობა.
მილერი ლაგაზაურისთვის სანქციები აქვთ დაწესებული დიდ ბრიტანეთს, -სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის გამო.
ამასთან 30 იანვარს, კოლეგიის მიერ “ქართული ოცნების” ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა, “კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” პოლიციის მაღალჩინოსნები დააჯილდოვა, მათ შორის მილერი ლაგაზაურიც.
მანამდე 6 ივლისს გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ბალტიის ქვეყნებისა და ჩეხეთის მიერ სანქცირებული მირზა კეზევაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოადგილის პოსტზე აღარ მუშაობს.
უფრო ადრე 10 ივნისს პოსტი დატოვა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა (მეტსახელად „ხარებამ“) მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შეცვლიდან 13 დღის შემდეგ (გომელაური 28 მაისს გადადგა).
ფორუმი