თანამგზავრული ფოტოებით დასტურდება ახალი უკრაინული რაკეტების მოქმედების შედეგები (ვიდეო)

თანამგზავრული ფოტოებით დასტურდება ახალი უკრაინული რაკეტების მოქმედების შედეგები. ნასა-ს თანამგზავრმა ყირიმში არმიანსკთან მდებარე ФСБ-ს ბაზაზე ხანძრის კერები დააფიქსირა იქ სადაც კატარღები იყო განლაგებული. ხანძრის კერები ასევე ჩანს ზღვაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ახალი FP-5 “ფლამინგოს” პირველი მსხვერპლი გახდა ყირიმში, ФСБ-ს ბაზა. უკრაინელთა ცნობით, განადგურებულია 6 საპატრულო კატარღა ჰაერის ბალიშებზე.
როგორც იტყობინებიან, სარაკეტო იერიში, ყირიმზე კომბინირებული შეტევის ნაწილი იყო. ამ შეტევის დროს სიმფეროპოლთან ასევე განადგურდა თითო-თითო მი-24 და მი-8 ტიპის შვეულმფრენი.
რაკეტების გაშვების კადრების მიხედვით, „ფლამინგოები“ გაუშვეს ზღვის სანაპიროდან. შესაბამისად ფრენის სავარაუდო მანძილი 200-250 კმ-ის ფარგლებშია. იმ ფონზე როდესაც რაკეტის მოქმედების რადიუსი 3000 კმ-ია, სამიზნე ძალიან მოკლე მანძილზეა შერჩეული.
მეორე მხრივ, მოკლე მანძილის გამო, რუსებს რაკეტის აღმოჩენისა და რეაგირებისთვის მცირე დრო ექნებოდათ, შესაბამისად მისი ჩამოგდების ალბათობაც მცირე იყო. შესაძლოა სამინზეც ამ პრინციპით შეირჩა, რადგან პირველი გაშვებების დროს მნიშვნელოვანია რაკეტის ტექნიკური პარამეტრების და ეფექტურობის შემოწმება. ამ იარაღის გამოცდა ხომ ბრძოლის ველზე ხდება.