“თანაინვესტირების ფონდმა” “მტკვარი ჰესის” პროექტი გაყიდა – BMG-ისთვის მოწოდებულ პასუხში ფონდი აღნიშნავს, რომ ჰესი ქართულ კომპანია “ჰიდროენერჯიუსზე” გაყიდეს. კითხვაზე თუ რატომ მოხდა პროექტის გასხვისება, “თანაინვესტირების ფონდი” განმარტავს, რომ ფონდის მიზანს პროექტების განვითარება და მათი შემდგომი გასხვისება წარმოადგენს.
BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ გაყიდა ფონდმა აღნიშნული პროექტი, “თანაინვესტირების ფონდში” განგვიცხადეს, რომ კერძო საინვესტიციო ფონდის მიზანს მათ მიერ განხორციელებული პროექტების გასხვისება წარმოადგენს.
“როგორც მოგეხსენებათ, ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილის გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. “მტკვარი ჰესის” პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია,”- გვითხრეს “თანაინვესტირების ფონდში”.
“თანაინვესტირების ფონდის” პასუხის თანახმად, “ჰიდროენერჯიუსი” უზრუნველყოფს “მტკვარი ჰესის” დასრულების სამუშაოებს:
