თანავუგრძნობ ყველა ადამიანს, ვისაც მართლა აქვს წარმოდგენა, რომ 2მლნ ადამიანში 300-400 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება ელექტრონულ არჩევნებში – მამუკა მდინარაძე

თანავუგრძნობ ყველა ადამიანს, ვისაც მართლა აქვს წარმოდგენა, რომ 2მლნ ადამიანში 300-400 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება ელექტრონულ არჩევნებში –
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან აცხადებს:
„არანაირი რესურსი ამ პროტესტს არ შეიძლება ჰქონდეს, ერთადერთი ყველაზე მთავარი მიზეზის გამო – ისინი რომ სუსტები არიან და ხელისუფლება ძლიერია, მათკენ რომ საზოგადოება არ არის და ხელისუფლებისკენ არის, საქართველოსკენ და თავის სამშობლოსკენ, ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, მაგრამ კიდევ უფრო მთავარი მიზეზია ის, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. რაიმე გაყალბების შესახებ დღემდე მათ არა თუ ერთი მტკიცებულებაც კი, არამედ ვერსიაც კი არ წარმოუდგენიათ. ანუ, რას ამტკიცებენ, ამის ვერსიაც კი არ წარმოუდგენიათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, თუ როგორ გაყალბდა .
„თუ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ამ ხალხს, „ტოპ ტვინებს“, ოკუპირებული აქვთ ადამიანების ტვინები, რომელთაც სჯერათ, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება. გულწრფელად თანავუგრძნობ ყველა ადამიანს, მათ მომხრეებს შეურაცხყოფას ნამდვილად არ ვაყენებ, პირიქით, მაგრამ თანავუგრძნობ ყველა ადამიანს, ვისაც მართლა აქვს წარმოდგენა, რომ 2მლნ ადამიანში 300-400 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება ელექტრონულ არჩევნებში, როდესაც 25ათასზე მეტი მათი დამკვირვებელია“

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია