თანაგუნდელის ცნობით, ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა და ამსტერდამში იმყოფება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც ყაზახეთში მცირე ხნით დააკავეს, თავისუფალია, ყაზახეთი დატოვა და ამსტერდამში იმყოფება.
ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ვარშალომიძე ყახაზეთში „ყაზახეთის მხარის“ მიწვევით გაემგზავრა:
„ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, ს სასწაულის შექმნასთან დაკავშირებით ქალაქ ატირაუს განვითარებაში დახმარება და კონსულტაციები რომ გაეწია“, – განაცხადა ბაგრატიონმა ბრიფინგზე 20 მარტს.
ბაგრატიონის თანახმადვე, ვარშალომიძე 18 მარტს ქალაქ ატირაუში ჩაფრინდა 14:20 საათზე, რის შემდეგაც მესაზღვრეებმა გააჩერეს.
„მას განუმარტეს, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა ს მიერ. გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება, გამოკითხვა“, – თქვა მან.
ელგუჯა ბაგრატიონის თანახმად, ვარშალომიძის შეჩერების „ერთადერთი საფუძველი იყო რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება“.
წინა დღეს, 19 მარტს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თქვეს, რომ ვარშალომიძე საპატიმროდან გამოუშვეს, თუმცა „იურიდიული პროცედურები გრძელდებოდა“.
18 მარტს გახდა ცნობილი, რომ ვარშალომიძე, რომელიც ექსპრეზიდენტ ს თანაგუნდელია, ყაზახეთში დააკავეს.
ვარშალომიძე 2004-12 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო.
ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და თანამებრძოლია.
ის იყო 2020 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, თუმცა 2021 წლის თებერვალში ჯერ თავად ითხოვდა დეპუტატის სტატუსის მოხსნას პროტესტის ნიშნად, მოგვიანებით, 2022 წელს კი, სტატუსი მოუხსნეს, რადგან სხდომებს არ ესწრებოდა.
2020 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისათვის შიდა ბრძოლაში ვარშალომიძე დამარცხდა სთან.
ფორუმი