თამუნა გომართელი: ციხეში ის ზის, ვინც უნდა იჯდეს. ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში, ვინც უნდა იჯდეს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, კანონის წინაშე

კახა კალაძის წარდგენაზე  “რუსთავი 2“-ის პროდიუსერი თამუნა გომართელიც გამოჩნდა. “პირველებმა” მასაც ჰკითხა, რას ფიქრობდა, სისხლიან ნოემბერზე, 60-მდე დაპატიმრებულ ადამიანზე, ციხეში მყოფ ქალ ჟურნალისტზე.

გორამთელმა პირდაპირ თქვა, რომ “ციხეში ის ადამიანები სხედან, ვინც უნდა იჯდეს“.

ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში, ვინც უნდა იჯდეს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, კანონის წინაშე,-თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რა დანაშული მიუძღვის მზია ამღლობელს, რომ 7 წლით იჯდეს ციხეში?“ – გომართელმა შემდეგი პასუხი გასცა:  სამართალდამცველებს უნდა ჰკითხოთ, მე იურისტი არ ვარ. 

ძველი კანდიდატი და ძველი მხარდმაჭერები – “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მთაწმინდის პარკში, კახი კალაძის წარდგენაზე იკრიბებიან. ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება

წყარო