ჟურნალისტი თამო კეშელავა:
3 შვილის დედა როგორ მოწამლეს და არც უპატრონეს, მაგას მოგიყვებით ახლა, ატლიკინებულო ურცხვო ტოქსიკოლოგებო, ე.წ. ექსპერტებო.
ჩემი მეგობარია ეს გოგო, 3 შვილი რომ გაუზარდა ქვეყანას, ისეთი უნდა. რაც მთავარია კარგი მოქალაქეა, მისიანებად და სხვისიანებად არ ჰყოფს თქვენსავით მოძალადეს.
28 ნოემბერს მოიწამლა. ძალიან ბევრი ხალხი იყო იმ დღეს და წყლის ჭავლი სადაც წვდებოდა, ხომ წვდებოდა და სადაც არ წვდებოდა იქ გაზის კაფსულებს ისროდნენ პირდაპირ ხალხში. მშვიდად მდგარ ხალხში ისროდნენ, კი. რაკი ძალიან ბევრნი ვიყავით, ჭყლეტა რომ არ დაწყებული, მაქსიმალურად მშვიდად ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებასო, გონება კინაღამ დაკარგა რამდენჯერმე იმდენად გაუსაძლისი იყოო, – იხსენებეს, გულ–მუცელი ეწვოდა, სუნთქვა, სიარული უჭირდა და რომ არა ადამიანები, იქედან ვერ გამოაღწევდა.
დაეწყო სისხლდენა ცხვირიდან – ყოველდღიური.
დაემატა სისუსტე.
დაიკლო წონაში ერთბაშად.
შემდეგ კუჭ–ნაწლავის პრობლემები დაეწყო, რომელიც მანამდე არ ჰქონია, ვერ ჭამდა, ჰქონდა ტკივილები.
სისხლდენა გრძელდებოდა, ყოველდღიური, ყოველ დილით.
თავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, იმდენად რომ აბაზანაში რომ დაეწყო ერთ დილით და რამდენიმე ნაბიჯში, ონკანთან მისვლამდე რომ გუბეები დადგა სისხლის, ფოტო გადაუღო შეშინებულმა და ქმარს გაუგზავნა, უკან გამობრუნდი სამსახურიდან, ცუდად ვარო. ეს ფოტო შემოგვრჩა და კომენტარებში იქნება.
გავიდა თვენახევარი, 45 დღე გავიდა და სისხლდენა რომ არ გაჩერდა, წავიდა ექიმთან.
როგორ გგონიათ რა მოხდა?
–45 დღეა სისხლი გდით, სისუსტე გაქვთ, წონის კლება, მოდით, ქალბატონო, ახლავე დაგაწვენთ, გამოკვლევებს ჩაგიტარებთ, ანალიზებს ავიღებთ, ტოქსოლოგის კონსულტაციას დაგინიშნავთო – უთხრეს, გგონიათ?
ნწ. არა. ნო, ნო, ნო…
ესაო, პერიფერიულიაო, ანუ, ცხვირიდან მოგდისო, მაგას ხომ ისედაც ხედავდა და რაღაც წამლები დაუნიშნეს და გამოუშვეს.
კვლევების გარეშე გამოუშვეს, კი.
თან ექიმს უთქვამს, “გაზით მოწამვლამ” იცისო!
ანუ, იცოდნენ!
მიხვდნენ და დაიკიდეს!
მოწამვლამ იცის, გაგივლის, არ ინერვიულოო, უთხრეს, ხალხო.
ის კი არა, მოწამვლამ იცის, მოდი, სასწრაფოდ გამოვიკვლიოთ, რამე სხვა უარესი პროცესი არ იყოს სადმეო!
წადი სახლშიო და გამოუშვეს.
ე.წ. დანიშნულების ფურცელი კომენტარებში იქნება!
მტკიცებულება იმისა, რომ დაიკიდეს და დააგდეს უპატრონოდ – კომენტარებში იქნება.
ამ ერთი ფარატინა ფურცლით რომ გამოაგდეს კლინიკან, ამის მერე გამოვა უნამუსო სარჯველაძე და იტყვის, ცოტა ადამიანი იწვა კლინიკაში ძალიანო, აბა, რას იტყვის?
თუ არ დააწვენ და გამოიკვლევ, რანაირად გექნება სტატისტიკა?
სტატისტიკას თუ არ აწარმოებ, რანაირად გექნება სტატისტიკა?
შემოვიდა ადამიანი მოწამვლის ნიშნებით და ტოქსიკოლოგთან თუ არ გაუშვებ და ანალიზსაც არ აუღებ, ტოქსიკოლოგიური სტატისტიკა როგორ გექნება?
რა, არ იციან ეს ტოქსიკოლოგებმა?
იციან, მაშინაც იცოდნენ, ამ სიმპტომებზე პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ ადამიანები და დაიკიდეს, ჯანმრთელობის შემდგომი გართულებებისთვის გაწირეს!
როცა ხალხს ტოქსიკოლოგები სჭირდებოდათ, დაიმალნენ და როცა ოცნებას დასჭირდა ხალხისგან შველა, გამო@@@კეკელდნენ…
ჩემს მეგობარს, 2024 წლის 28 ნოემბერს მოწამლულს, 2025 წლის ივნისში ქონდა ბოლოს სისხლდენა ცხვირიდან!!!
7 თვე, ხალხო, 7 თვე!
7 თვე, ლევან რატიანმა გაიღვიძოს, აბა, სისხლის გემოთი და სუნით პირში და მერე იტლიკინოს.
ე.წ. ექსპერტებმა გაიღვიძონ უნდა დაღლილებმა, სისუსტისგან თავს ადგომის ძალას რომ ატან და მერე “აპრავონ” ოცნება, აბა!
იანვრიდან დაეწყო კუჭ–ნაწლავის პრობლემები, თან ისე უცნაურად, რომ არ აწუხებდა და წინა პრევენციულ კვლევაზე რომ რიგზე იყო ყველაფერი და უცებ უზარმაზარი ცვლილებები დახვდათ ექიმებს!
ჩემი მეგობარი ჯერ სახელმწიფომ 28 ნოემბერს გაწირა და მერე მთელი 7 თვე, როცა კლინიკიდან სახლში გაუშვა და ახლაც უპატრონოდ ჰყავს მიგდებული, ეგებ და რამემ უწიოს…
სისხლდენაზე დიდი პრობლემები ქონდა კუჭ–ნაწლავში, მაგრამ სისხლდენა ისეთი სიმპტომია, რომელსაც ხედავ, სუნი გცემს სისხლის, შენი ორგანიზმიდან დაღვრილის, ყოველ დღე აწმენდა გიწევს, ყოველ დღე, ჯანდაბა, ყოველი წყეული დილა, 7 თვე…
რაც მთავარია, რის გამო იყო ეს სისხლდენა და სადმე რამე დატოვა თუ არა, ამწამსაც არავინ იცის.
ჩემს მეგობარს კლავდით, ქოცებო, მოსაკლავად გაიმეტეთ 3 შვილის დედა. ახლა კი გამოდიხართ და როგორც ჭეშმარიტი არაადამიანი, როგორც ჭეშმარიტი უსამშობლო არაადამიანი, ისე ამბობთ – რაკი არ დაიხოცნენ, ანუ არ დაწამლულანო.
ხან სიკვდილია ჩვენი ბრალი, ხან – გადარჩენა.
მოგი@@ანთ ულოგიკობა, ქოცებო, უსინდისობა კიდევ და სირცხვილის გრძნობის არქონა.
და განა მარტო ამ ერთს, რამდენი ასეთი ისტორია ვიცი, რამდენი ასეთი ისტორიის თანაზიარი ვარ…
წამოგწეოდეთ ეს სისხლი…
ფულს რომ ნატრობდა კაცი და იმდენი მისცეს, იმ ფულში ჩაიხრჩო, სისხლის მაძიებლებსაც იგივე ბედი გელით!





