თამო კეშელავა: ჯარისკაცის ღირსებას გადაუარა უკვე მერამდენედ ოცნებამ და სიჩუმეა

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
წარმოიდგინე, დედა ხარ, ცოლი, და, და იგებ შენს შვილს, ქმარს, ძმას ჯარში აჭმევენ მატლიან სალაფავს, წლებია თან, არაერთი ტონა გაფუჭებული საკვები გაასაღა თავდაცვამ, არ იცი, რა დაუზიანეს შენი ოჯახის წევრს, როდის რა დაავადება იჩენს თავს ნელ–ნელა დაწამვლიდან.
არ აპროტესტებ, არ გამოვარდი გარეთ ყვირილით, არაფერს ითხოვ, იმასაც კი არ ითხოვ, შენს შვილს სრული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეს უცხოეთის რომელიმე სანდო კლინიკაში, არც ზიანის ანაზღაურებას ითხოვ, მორალურისაც კი.
არც ჯარისკაცები აპროტესტებენ. არც ისინი ითხოვენ რამეს ვინმეს.
არადა, ჯარისკაცი ღირსების გარეშე – ბოდიში და ფორმიანი და იარაღიანი ყაჩაღია!
ჯარისკაცის ღირსებას გადაუარა უკვე მერამდენედ ოცნებამ და სიჩუმეა.
ღირსებას რომ კარგად შეახოცა ფეხი, მერე კუჭზე დააბიჯა ბინძური ფეხი. არც ეგ ეტკინათ.
ესაა დიქტატურა.
ესაა დიქტატურის ერთ–ერთი მდგენელი.
თორემ, ახლა შვილი, ქმარი, ძმა ვინმეს ივანიშვილზე და კობახიძეზე ნაკლებად უყვარსო, ეგ ტყუილია.
ისევე როგორც, ტყუილია, თითქოს ჯარისკაცს საკუთარ სიცოცხლეზე მეტად შეიძლება უყვარდეს ბიძინა და მისი კობახიძეები.
როცა ფიზიკურად განადგურებენ და ღირსებას გილახავენ და მაინც სიჩუმეა, ეგ სიჩუმეა დიქტატურის და ჭაობის ერთ–ერთი მდგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ