ჟურნალისტი თამო კეშელავა:
წულუკიანის ბოლო წერილი მანიპულაციაა სრული და კარგი ადვოკატი მისგან ბოლსაც არ დატოვებს. თუმცა ეს წერილი ყველაზე არაადამიანურია, მათ შორის, რაც დაუწერია.
მაინც ვერ გავიგე, მამამისმა 20 ადამიანის სიკვდილის განაჩენს რომ მოაწერა ხელი და მერე მათ ნაწილს რომ სიკვდილით დასჯის გაუქმებამ მოუსწრო, და ვერ მოასწრეს დახვრეტა – ეს სწყინს, თუ უხარია?
მამამისმა განაჩემი გამოიტანა, ხელი მოაწერა რომ ეს ადამიანები იყვნენ დასახვრეტნი, მისი ხელიდან ის ადამიანები განწირულნი იყვნენ.
წულუკიანი იტყვის ახლა, ასეთი იყო კანონიო, ყველა პატიოსანი ადამიანი ვალდებულია უკანონო კანონს არ დაემორჩილოს.
ასე იტყვის 20 წლის ბიჭების მოსამართლეც კანონით ვუშვებ ციხეშიო და ეგრეა?
წულუკიანი მანიპულირებს და კარგად იცის, მამამისი რომ თავისი ხელით არ ხოცავდა ხალხს – ეგ ვიცით, მაგას არ ვგულისხმობთ, მაგრამ ხოცავდა სიტყვით, ხელმოწერით, ის აცხადებდა, რომ ეს ადამიანები იმსახურებდნენ მოკვლას! და ისინი უნდა მოეკლათ!
მე არასოდეს დამიწერია რომ ჯალათეაა, არც მის სახელს, გვარს გარეგნობას შევხებივარ არასოდეს, რადგან ვთვლიდი და ვთვლი, რომ თუ პოლიტიკოსზე მეტი არაფერი გაქვს სათქმელი, უნდა გაჩუმდე, ისედაც იმდენია მასზე სათქმელი, იმდენი.
ასევე არასოდეს მეგონა, რომ მოახერხებდა და მამის სახელს გაუტოლებდა რეპრესიებში თავისას და მოახერხა, გაუტოლა.
ზიზღს რაც შეეხება, ზიზღი არაა წულუკიანების მოგონილი, არსებობდა მანამდეც, მაგრამ ბრაზის და ზიზღის გადმოცემაც როგორი მდაბიოა..
ადამიანთა სახელების შეცვლით ზიზღის გადმოცემა რომ მდაბიო ქცევაა ეგ ტრი-ტრიმაც ვერ ასწავლა.
სულით პატარა ადამიანებმა მოიფიქრეს და კომუნისტებმა აიტაცეს ეგ, ადამიანს ან ტუჩი დაუწუნო, ან სახელი, ან სიმაღლე, თუ არგუმენტს ვერ აყალიბებ.
არადა, ბიბლია გასწავლის, ცხოველის გახრწნილი ცხედარი რომ ნახეს, ანუ ყველაზე უშნო მდგომარეობაში რომ ნახეს არსება, უფალმა მოსწავლეებს უთხრა, რა ლამაზი კბილები ჰქონიაო.
მაგრამ ამის გაგებას სხვა რამე სჭირდება, ის, რაც არ ჩანს გარეგნულად და შიგნით უნდა იყოს, შიგნით, მაგრამ არა კუჭში, არც ნაწლავში და არც საშარდე ბუშტში, არც გაზებია ეგ და არც კენჭი თირკმელში…
ეჰ, ძალიან საცოდავია და ხშირად ვფიქრობ მასზე. ალბათ, თვლიდა რომ არავის უყვარს და ამ არსიყვარულის მიზეზს სარკეში ან პასპორტში ეძებდა. ალბათ, როგორი რთული იყო და არის, ამხელა კომპლექსებით, ასე უადამიანოდ ცხოვრება…
ოღონდ ამის მიხვედრასაც სხვა რამე სჭირდება..
ამიტომ ცხოვრობს მარტივად და დღევანდელი დღით…
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი წერს და ამაბობს, რომ საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას.