თამო კეშელავა: ყველა ნორმალურმა ბიზნესმენმა იცის, რომ მისი ბიზნესი არ დგას მხოლოდ მასზე, დგას იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ და რომ მათ პატივისცემით უნდა მოექცეს

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
გარდენიესაც და ნებისმიერ ბიზნესსაც ბოლო წლებია მხოლოდ ასე ვუყურებ – რა გააკეთა ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ერისთვის, სიმართლისთვის, ვინმეს გადასარჩენად.
თუ არაფერი უკეთებია ფულის გარდა – ეს არაა პასუხისმგებლიანი ბიზნესი.
ხომ არ ვეკითხები, ბაღის და სკოლის ბავშვებს, ხან ვინ და ხან ვინ რომ რის ფულს აღარ პარავს, როგორ ართმევს ფულს ყვავილის დასუნვაში? – არ ვეკითხები. მე ვეკითხები, სინდისი, ნერვი როგორ არ უტოკდება, როცა იგებს, მისი ღატაკი, გაჭირვებული ერის ბავშვებს, ფული მოპარეს, ან ხედავს ნაცემ ახალგაზრდებს, ან იცის, რომ ამ ქვეყანაში ხალხს უკვე ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ.
რუსული სტილია ეს, ბიზნესი ისე მართო, არც ჩააგდო არაფრის ახსნად დასაქმებული, ყველა ნორმალურმა ბიზნესმენმა იცის, რომ მისი ბიზნესი არ დგას მხოლოდ მასზე, დგას იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ და რომ მათ პატივისცემით უნდა მოექცეს.
ბანკები მეკითხებიან ხოლმე, როგორ მომწონს მათი ონლაინ პლატფორმები და მაშინაც კი, თუ რომელიმე ტექნიკურად მომწონს, ვუწერ დაბალ შეფასებას და კომენტარში ვუთითებ, რომ ყოველ პუნქტში, შეფასება აკლდება იმიტომ, რომ არაფერს აკეთებს ამ ქვეყნისთვის ხელშესახებს, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც, მისივე დასაქმებულ პირს ჰქონდეს ცხოვრების და არა – არსებობის უფლება, იმისთვისაც კი არაფერს აკეთებს, რომ არ ჩარჩეს რუსულ ჭაობში.
დანარჩენი არც მიკვირს და არც მაინტერესებს, რადგან, სამწუხაროდ, კანონზომიერია.
ამიტომ გვინდა ცვლილებები, ამიტომაა საჭირო და აუცილებელი ცვლილებები.
ჭკვიანი და პატრიოტი კაცი იყო ილია და იცოდა, რა ფასი აქვს მოქალაქეს, მოქალაქეობრივ განცდას და პასუხისმგებლობას, ამიტომაც გითხრა:
“ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?”