თამო კეშელავა: ქოცმა “ანალიტიკოსმა” ესტონეთს უწოდა “ჯუჯა სახელმწიფო.” ხო, რომ იცოდეს ისრაელი ირანზე 80–ჯერ პატარაა…

“ქოცმა “ანალიტიკოსმა” ესტონეთს უწოდა “ჯუჯა სახელმწიფო.”
ხო, რომ იცოდეს ირანზე 80–ჯერ პატარაა – სულ გამოანალიტიკოსდება, ალბათ.
თუ პატარაა, თან ეს პატარა ესტონეთი თუ იმ გარყვნილი ევროკავშირის წევრია, შე ბრიყვზეც არასწორად დამყნილო, როგორ მოხდა, რომ არც არავის დაუჩაგრავს, არც რამე წაურთმევიათ, პირიქით, შეინარჩუნა ყველა კულტურული ძეგლი, კარგადაც ცხოვრობს, ხმასაც თავისუფლად იღებს და ფეხის დაბაკუნების ერთი ადგილიც აქვს საჭირო დროს?
ჰა?
აკი, საქართველოა პატარაო და იმიტომაც უნდა ვიყოთ რუსეთთან ჩასვრილები, ისე, რომ ჩვენს მიწაზე, საგუშაგოც არ უნდა დავდგათო?
ესტონეთს რამდენჯერ შეესია , შეგახსენო?
ერთ მილიონიან ესტონეთში ყოველი მეათე იყო რეპრესიების მსხვერპლი! მსხვერპლთა ნაწილი – მოკლული.
მაგიტომაა მაგარი!
ამიტომ გვინდა ევროკავშირი.
ცნობისთვის, ეს “პატარა ესტონეთი”, ახლა კი არ დამეგობრებულა საქართველოსთან, ბოლო 30 წელია, თუ რამე რეზოლუცია იყო და ხმა გვჭირდებოდა, თუ რამე ტიპის მხარდასაჭერი აქტი არსებობდა, მუდმივად, ყოველ ჯერზე და ყველგან მხარს გვიჭერდა და გვერდით გვედგა.
გაუმარჯოს ესტონეთს და გამარჯვება საქართველოს!
პ.ს.
ის თუ პატარა გგონია და შენი თავი გულივერი, ტერიტორიულ სიმცირეს თუ ნაკლად უთვლი, ემანდ, ის კითხვა ხომ უნდა გაგიჩნდეს გამოჯუჯალალებულ თავში, რატომ ცხოვრობს ის უკეთესად, მაშ?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა