თამო კეშელავა: ქოცების არაა ეგ ფული, ხალხისაა, ხალხის! ის ფულიც ხალხიდან შეუვიდა იმ ბიზნესმენს, რომელიც ქოცებს უხდის, კითხა ხალხს თუ უნდა კრემლის გზა, როცა პროდუქტი მიყიდა?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ერთ–ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა მიაკითხა შალვა რამიშვილს კომენტარზე და შალვამ, ხელფასს გიხდიანო? – და გაჩუმდა, თავი ჩახარა.
წარმოუდგენელია მართლა!
ტელევიზიის მფლობელი ხარ თუ დირექტორი, სულ რომ ლარობით იმათხოვრო, მაინც უნდა მოიძიო და გადაუხადო, ადამიანებს, რომლებიც წვიმაში, მზეში, ქარში, თოვლში გარეთ არიან!
ბიზნესი უნდა გყავდეთ ცალკე აწრიალებული და ცალკე, სასამართლო სასამართლოზე უნდა იყოს, იმიტომ რომ სარეკლამო თანხა, რომელიც ამ ქვეყნის ბიუჯეტიდანაა, ამ ხალხის ჯიბიდანაა და სრულიად უკანონოდ მიდის ქოცურ, არარეიტინგულ 20–ნახვიან საიტებზე, კანონიერად მიიღო და ჟურნალისტი ასე თავჩახრილი არ დააყენო გაბეყილ შალვასთან.
ვიცი, რის თქმა მოგინდება ახლა, შალვა, ბიძია, იყიდება და იმიტომ აქვსო, ხომ?
კანონიერი გზა უნდა იპოვნო შენ, ერთი ადგილი უნდა გქონდეს, ასეთი გზის საპოვნელად, ყოველთვის არსებობს! ერთი საჩივარი მაინც არის სასამართლოში, ხალხის ფულით რომ აფინანსებენ ქოცურ რაღაცა გაუგონარ, არარეიტინგულ საიტებს? თან ტენდერებით? უკანონოდ რომ მიდის ხალხის ფული მათ ჯიბეში და ქოცები ხეირობენ, ერთხელ მაინც გააპროტესტეთ? ეგ ფული, წესით, რეიტინგული საიტებისა და არხებისთვისაა გამოყოფილი, ასე წერია ტენდერებში. ქოცების არაა ეგ ფული, ხალხისაა, ხალხის!
ის ფულიც ხალხიდან შეუვიდა იმ ბიზნესმენს, რომელიც ქოცებს უხდის, კითხა ხალხს თუ უნდა კრემლის გზა, როცა პროდუქტი მიყიდა?
თუ არ შეგიძლიათ კანონიერი და მართალი გზა იპოვნოთ ჟურნალისტების და ოპერატორების ხელფასებისთვის, უნდა თქვათ და გადადგეთ. რამდენიმე გადადგება და ვიღაც გამოჩნდება – ვინც ასეთ გზას იპოვნის.