თამო კეშელავა: ფულის მონა სულ სხვა განზომილებაში, სხვა სამყაროში აღმოცენებული არსებაა და რამე სხვა სახელი უნდა ერქვას… დამღასავით უნდა ჭექდეს მათი სახელი, შვილთაშვილებს უნდა მისწვდეს…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ღარიბაშვილის სისხლის და ფულის სუნი გაუშვა ჰაერში სუსმა და ახლა ქოცები გიენებივით ელოდებიან, მართლა დასუსტებულია და უნდა დააცხრნენ, თუ ბიძინა ყალბი ოპოზიციის შესაქმნელად იტოვებს?
ყველაზე ამაზრზენი ეს საათებია, როცა ვგრძნობ გიენების ოფლის სუნს, ვხედავ გადმოგდებულ ენას, მესმის ენის წკლატუნი და გახშირებული სუნთქვა, დაესიონ, თუ არ დაესიონ, დაკბინონ, თუ დაელოდნონ, მოაგლიჯონ ხორცის ნაწილი, თუ ჯერ არა…
არადა, რომ დააგვიანონ, მერე იქნებ, ჯილდოსაც დააგვიანდეს, მერე ვეღარ მიუსწრონ იქნებ, ადრე რომ მოუვიდეთ? ღარიბაშვილი ხელგაშლილია თავისიანებში, ვაიდა მართლა პარტიას აკეთებს? გახარიასავით კი არ იტირებს, ყავის ფულიც არ მაქვსო, თანაპარტიელებთან…
და სუსიც ელოდება…
სუსი ელოდება ვერსიებს, ხო, ხალხის…
სუსი ტესტავს ამასობაში, მართლა ჰყავს დამოუკიდებლად მხრადამჭერები, თუ არა, ძალიან აღშფოთდებიან პარტნიორ ქვეყნებში, თუ არა? ჰყავს მართლა მეგობრები ამერიკაში, თუ არა?
ერთი ძველი და სულელური ნათქვამია, მეუღლემ თუ ღალატზე შეიტყო, აცადა, გავიდეს მინიმუმ 10 საათი მაინც, მერე მიდი, მოუსმინე, ათასობით მიზეზი, რატომ უღალატე, თავად ექნება ნაპოვნი და შენ ბოლოს მხოლოდ ის ერთი აარჩიე, იმ ათასი მიზეზიდან, რომელსაც თავად ჩამოთვლისო.
ასე არჩევს ახლა სუსი.
რომელ ვერსიასაც მეტი მომხრე ეყოლება, რომელ ვერსიასაც ბევრი ქოცი წამოაყენებს თავისით, იმას გაუშვებენ…
აგე, გუშინ არაერთი ქოცი წერდა, არ თქმულა ზუსტი თანხაო და დღეს თვლით ჩააბარეს ფულის ფოტოები:)
ახლა ელოდებიან, ამ ფულის და ოქროს ფოტოებიდან, რა დაიჯერეთ, რა ვერსია მოამზადეთ, რომელი ვერსია უკეთესია და მეტი მხარდამჭერი ჰყავს…
ჰა, კორუფცია, თუ ღალატი? ქოლცენტრები, თუ ნარკოტიკი?
არა, ყველაფერს რომ გაწვდეს მაგდენი ფული არ დევს მანდ.
ფარცხალაძეს ეტევა ცალ ყურში მარტო 7 მილიონი.
ეს ის ფულია, თქვენთვის რომ ბევრი ჩანს, მერე რომ არ თქვათ, ამდენი როგორ მოაპარინეთო…
ეგ ის ფულია, რომ ჩაფიქრდებით, ნეტა, მე რას გავაკეთებდი 7 მილიონადო და რომ მოგეწონებათ ეს ფიქრი.
მილიარდებზე ფიქრი საზიანოა, ნწ…
მეტი რა უნდა გიყოთ ბიძინამ, ყოფილი პირველი პირი “გაგიბახათ” პოლიტიკურად, ფული და ოქრო ქონდა სახლში და წავართვიო, წამოვიღეო – თუ არც მუხლი ვიცით, არც ბრალი, რატომ წაიღეს?
თუ უკანონო ფული და ოქროა და რატომ არ დააკავეს?
შალომ იქეთ, შალომ აქეთ…
ასეთ გაურკვველობაში ყოფნას, ბრალის დასახელების გარეშე თან ჩხრეკას და თან არ დაკავებას, იმიტომ გაკადრებს, ქოცო, ბიძინა, მონა რომ ხარ და გიენა და რაც მეტხანს დაგასუნინებს ღარიბაშვილის ფულის და სისხლის სუნს, მით მეტად გაავდები, იცის, რომ არ შეგეხოს, ისე გაავდები, ხმა რომ არ გაიღოს თავად, ისე გაავდები და ელოდება, ელოდება, ელოდება…
დაე, ვერსიაც თავად მოიფიქრო, თავსაც თავად დააჯერო და გაავებაც სულ შენით…
ყველაზე ამაზრზენი საყურებელი ეს საათებია, როცა ვგრძნობ გიენების ოფლის სუნს, ვხედავ გადმოგდებულ ენას, მესმის ენის წკლატუნი და გახშირებული სუნთქვა, დაესიონ, თუ არ დაესიონ, დაკბინონ, თუ დაელოდნონ, მოაგლიჯონ ხორცის ნაწილი, თუ ჯერ არა…
ისე მეცოდებოდა და მიყვარდა მე ბიძია თომა, იმ თავისი ქოხით, ისე მიყვარდა და მეცოდებოდა…
ფულის მონა სულ სხვა განზომილებაში, სხვა სამყაროში აღმოცენებული არსებაა და რამე სხვა სახელი უნდა ერქვას… დამღასავით უნდა ჭექდეს მათი სახელი, შვილთაშვილებს უნდა მისწვდეს…