ჟურნალისტი თამო კეშელავა:
უნგრეთის გამარჯვება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენო – მოფიქრება ხომ უნდა ასეთ სივერაგეს?
აუჰ, უნგრეთში არჩევნებით გაიმარჯვეს და აგე, არჩევნები კაი ყოფილაო. არჩევნები რომ კაია, ყველამაც ვიცით, საუბარია იმაზე, რამდენად ტარდება არჩევნები.
ის რაც 2025–ში ჩატარდა, არ იყო არჩევნები.
მასშტაბები. ქვეყნის მდგომარეობა და მმართველობის ტიპები ძალიან გერევათ.
ბელორუსებისთვისაც გეკითხათ, სანამ ამდენ სიშტერეს დააბრეხვებდით.
უკრაინელებისთვისაც გეკითხათ, არჩევნების უფლება რომ წაართვეს, მერე ხომ არ გამოვიდნენ გარეთ?
უნგრელი ხალხისთვის ვერ მოასწრეს არჩევნების უფლების წართმევა და მათ ეს უფლება გამოიყენეს. ასე მარტივად დგას საქმე, კი.
სხვათა შორის, უნგრელებიც ითხოვდნენ ვადამდელ არჩევნებს და ორბანის გადადგომას, მაშინ ორბანი კონკრეტულ დათმობებზე წავიდა და არ გაძლიერებულა ამით, დასუსტდა.
რაც შეეხება მადიარის, მართალია ამბობს, კრემლის მეგობარი არასოდეს ვიქნებიო, ოღონდ, ორბანი საერთოდაც, კრემლის ლანძღვით მოვიდა სათავეში და საერთოდ არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მადიარიმ საკუთარი თვალით ნახა, რას ეძახდნენ ორბანს აქციებზე – წადი, რუსო. და ზუსტად იცის, რომ კორუფციის გამო, ამდენი ადამიანი არ გამოვიდოდა და მათი უმრავლესობა სწორედ რუსეთთან კავშირებმა, იმ ჩანაწერებმა გამოიყვანა ხმის მისაცემად, რომელი ჩანაწერებითაც, ორბანის რუსული კვალი დადასტურდა.
რაც შეეხება კორუფციას, კორუფციის ამბებიც რომ ასე უფეთქდებოდა ორბანს, ეგაც იმის ნიშანი იყო, რომ ავტოკრატიას არ ჰქონდა ფესვი ისე გადგმული, როგორც სხვაგან, თორემ, ჰა, მოყევი აგერ ოცნებიდან ვინ რამდენი მოიპარა, რაა რო?
მთავარი ამბავი სწორედ ესაა – ორბანი უნგრელებმა გაუშვეს პრორუსობის გამო.
მადიარიმ იცის, რომ ის მოვიდა იმიტომ, რომ ორბანი იყო პრორურსი.
რომ უნგრელ ხალხს არ უნდა რუსი.
უნდა, თუ არა, უკრაინა, მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ არადა, გახედეთ პოლონეთს, მნიშვნელობა აქ იმას აქვს, რომ უნგრელი ხალხის რუსის, კრემლის წინააღმდეგია.
რუსის მონას, რუსს ეძახდნენ მისივე მოწყობილ აქციაზე და წადი, რუსოს სკანდირებდნენ.
წადი, რუსო – ჩვეულებრივი შეძახილი გგონიათ, ალბათ, ხომ?
არაფერიც, ეს 1956 წლის რევოლუციის ლოზუნგია!
და სწორედ ამ ლოზუნგით აფრთხილებდნენ ორბანს, თან, თავისივე მიტინგზე, რა ელოდა, თუ არ წავიდოდა.
არ მოხერხდებოდა არჩევნებით და გაუშვებდნენ სხვა გზით.
მოდი, წამო, 4 წელი პარლამენტში წამოვწვეთ და ეს ოთხი წელი, მეტად დაგვაშოროს ევროპას და დააგვაახლოოს რუსეთს, მეტად გაგვაღარიბოს და ბოლოს ხმის უფლებაც წაგვართვას და ტროტუარზე დგომის გამოც დაგვიჭიროსო – ეს სადმე თქვეს?
წაართმევდნენ არჩევნებით შეცვლის უფლებას და გაიმეორებდნენ ისევ იმ ლოზუნგს, 1956 წლის რევოლუციიდან და ეს, პირველ რიგში ორბანისთვის დასრულდებოდა ცუდად.
უნგრელი ხალხის შეურაცხყოფაა რასაც აკადრებთ.
ქართველისაც!
თურმე, ქართველი ითმენს და უნგრელმა არ მოითმინა და მხოლოდ ამაში ყოფილა საქმე. ტფუი მართლა რა.
ჯერ რაც 2024–ში დააშავეთ, მერე 2025–ში და არასოდეს, არასოდეს ხალხისთვის არ ხართ, პირიქით, მუდამ აქეთ ამუნათებთ, თურმე, არჩევნებზე არ გამოვიდნენ, მერე არჩევნებამდე ვერ მოითმინეს, თან ზედმეტად მომთმენები არიან, თურმე, საკუთარ აბაზანაში, სარკეში იმღერეთ ეგ ჭრელო პეპელა.
ერთადერთი პოლიტიკა – რაც ქვეყანაშია – რუსთაველზეა.
რუსთაველზე რომ არ იდგნენ აკაცუკები, არც ერთ პარტნიორს არ გაახსენდებოდით, იმიტომ რომ არ ხართ, არსად არ ხართ და არაფერში არ ხართ.
ერთადერთი ადგილია რუსთაველი, სადაც პოლიტიკური რაღაცა ხდება და იმასაც ებრძვით.
უნგრეთის გამარჯვება საკუთარი უმოქმედობის, საკუთარი სილაჩრის გასამართლებლად და საკუთარი ხალხის დასამცირებლად, საკუთარი ხალხის შეურაცხყოფისთვის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენო, ამაზე ამაზრზენი რა უნდა იყოს.




