ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ტრამპს თუ ოდნავ მაინც იცნობთ, კი უნდა გეშინოდეთ მაგ წერილის.
დავიწყოთ იმით, რომ წერილი მიწერა ყაველაშვილს. მას, ვისაც ოცნებაც კი არ გაუბედავს მასთან დიალოგზე, მას, ვინც კობახიძის ნებართვის გარეშე, რომის პაპის გასვენებაში ვერ მიდის.
არ მისწერა ე.წ. მთავრობის მეთაურს, რომელიც ხან ღიად წერს და ხან პირადად, რომელმაც იმდენი კითხვა დაუსვა და არც ერთი პასუხი.
მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულ მისალოც წერილს ჰგავს, 26 მაისისას და ერთი შეხედვით ადრესატი ყაველაშვილია, არც ყაველაშვილს, არც ე.წ. მთავრობას არ ულოცავს, ერთადერთი ვისაც ულოცავს ქართველი ხალხია!
მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი.
წერილი იწყება დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის ახსნით! ამბობს, რომ ეს ეროვნული იდენტობისთვის გადამწყვეტია.
მეორე აბზაცი კიდევ უფრო სასტიკია, გამომდინარე იქედან, რომ ოცნება ტრამპს თვეებია ურთიერთობის გადატვირთვას სთხოვს.
არათუ გადატვირთვა, ტრამპმა, რაცაა ამერიკა საქართველოსთვის, ზუსტად ისეა საჭირო მეგობრობა და პარტნიორობა, ზუსტად ეგაა ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხისთვის და ასე გავაგრძელებთო.
ანუ, ოცნება რომ უთვლის თვეებია, არ მოგვწონს, როგორც ამ ბოლოს გვექცევით და მოდი, ერთი ჩამოჰკარ და ურთიერთობა გადატვირთეო, იმან უპასუხა – “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსო.”
წერილში ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციაზე, მის ერთგულებაზე საქართველოს მიმართ, ღირებულებების მიმართ – ანუ, მთელს ჩემს ადმინისტრაციას პატივი ეციო, მაგას ეუბნება მაგით.
ამერიკელ პოლიტიკოსებს რომ გაიგდებენ ხოლმე და ზოგის ასაკი არ მოსწონთ, ზოგის თმის ფერი და ხან საელჩოს გადაუვლიან, ან აშშ–ის სამხედრო დაზვერვის ანგარიშს რომ მსოფლიო ენდობა და შენ სასაცილოს ეძახი – მაგის პასუხიც მანდ იყო, ერთ წინადადებაში.
სტანდარტული დიპლომატიური წერილი რომ იყოს, ორი ადმინისტრაციის, ამერიკის და საქართველოს ადმინისტრაციების მუშაობასა და ურთიერთობაზე იქნებოდა წინადადება მაინც.
მაგრამ არა, ჩემები რასაც ამბობენ, იგივეა რასაც მე ვამბობ და რასაც ვამბობთ, ისეა და არანაირი გადატვირთვაო.
იგივე აბზაცში, ე.წ. 26 მაისის მოსალოცში, უცებ, ერთი შეხედვით არსაიდან გაჩენილი ფრაზა – “სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერა” – მეტად შემაშინებდა ოცნების ადგილას.
აბა, თუ მიხვდებით, მანდ რა იგულისხმება?
თქვენი აზრით, იცის, რომ მანქანებს აღარ ატანთ რუსეთს ოფიც საქართველოდან?
და ჩიპებზე რა იცის, ნეტავი?
საერთოდ, კონტროლირებადი საზღვრებიდან ტვირთის გადატანაზე რა იცის, ნეტავი?
ნუ ახლა, ერთადერთი, რითიც შეგიძლიათ გაიხაროთ, ქოცებმა, ყაველაშვილს ბატონო პრეზიდენტოო დაუწერა, ბატონო არავინო არ დაუწერა, მაგრამ უწიგნური ყაველაშვილი რომ გყავს პრეზიდენტად დასმული, იქნებ ეგ წამოგაძახა, რა იცი, ზედმეტად მაგითიც ნუ გაიხარებ, თორემ, ლავროვს ლავროვისა და შენც ლავროვისა, ეგრე მოგივა.
პ.ს.
რომ შეექეთ, როგორც პუტინს აქებდა თავიდან, ოჰ, თქვენ მაშინ უნდა გენახათ შიში.
ახლა, ამ წერილის მერე, ერთი კარგი ამბავი მაქვს, ქოცებო, დღეს და ახლა, დახოცვას, აფეთქებას, როგორც რუსულ სამხედრო ხომალდებს, არ გიპირებთ.
ფიზიკურად, ვგონებ, ცოცხლებს გტოვებთ – ასე ჩანს ამ წერილში და ვნახოთ, კიდევ რის მოლოცვას აიძულებთ, რამდენ ხანს იქნებით…